Friday, July 19, 2013

კუბიკების შესაძლებლობა

      ბავშვობაში ჩემი ყველაზე ხშირი თამაში იყო ტეტრისის კუბიკებ; ერთხელ ვცადე ამეწყო რაიმე და ავაწყე მორიელი; დღესაც კი შემიძლია ამის აწყობა. ეს თაამაში ორ განზომილებიან სისტემაში არის აჩვენები, მე ვეცადე, რომ ის სამ განზომილებაში ამეწყო და აი შედეგიც:


ერთდროს ყოველ დღე ამას ვხაზავდი!

ორი განზომილება

      პატარა ასაკში თანატოლები ვეჯიბრებოდით გონებრივი შესაძლებლობებით: მათემატიკაში, ფოკუზებში, ნახატებში და მრავალ ასეთ იდეალიზმში.


      ეს იყო იდია, თუ როგორ შემოგეხაზა 4 წერტილი ხელის აუღებლად, თან ისე, რომ სულ ერთი მიმართულებით უნდა გეხაზა. ეს ჩემი პირველი შედევრი იყო.


      დრო გავიდა და ჩემმა თანაკლასელმა დახაზა იგივე ამოცა ოღონდ იქ 16 წერტილი უნდა შემოგეხაზათ. დიდი ხანი მოვანდომე, რომ ტექნიკა მესწავლე და ბოლოს გამოვიდა.


      უსაქმოთ ყოფნამ იდეების ცვენა იცის და გამიჩნდა იდია, რომ თუ ჩემი ნამუშევარი 4 წერტილიანი იყო ხოლო ახლად ნასწავლი 4-ჯერ გამრავლებული შემექმნა 16 გამრავლებული 4-ზე. საშინელება იყო მთელი ერთი საათი გაუნძრევლად ჯდომა და ერთიდაიგივე სქემაზე ტვინის ნგრევა. მაგრამ ერთი საათის შემდეგ მივხვდი, რომ მთელი დღე შემიძლია ეს ყველაფერი 4-ზე ვამავლო და ვხაზო.

შემაერთებელი ბოძები

      გადიოდა დრო, მთავრდებოდა ალგებრის რვეუელები. სახში უხაროდათ, რომ თუ მალე მითავრდება რვეულები ესეიგი ბევრს ვინიშნავ, მაგრამ რა იცოდნენ რითი ივსებოდა ჩემი ალგებრის რვეულის ფურცლები.
      გამიჩნდა აზრი, რომ ჩემს კუბს, რომელსაც ჩარჩოები ჰქონდა, იგივე დიამეტრის და სისქის ტორები ჰქონდა გამოყოფილი ჩემს კუბს ექვსივე მხრიდან და მოვინდომე დამესრულებინა მაგრამ რატომღაც იზრდებოდა უსაშველოთ.
      მაშინ გადავწყვიტე, რომ დამეწყო ბოლოდან, დიდი მასიდან რომელიც დაბოლოვდებოდა ექვსივე მხარეს...


      ეს იყო ის რამაც ერთი თვის განმავლობაში შეიწირა: ალგებრის, ფიზიკის, ქიმიის და ინგლისურის რვეულები.
      დაგვიანებით გამახსენდა, რომ მქონდა ვირტუალური სამყარო, რომელშიც ვირტუალური ტექნიკა იყო თავმოყრილები და სადაც უზომოდ დიდ მაშტაბებს გავცდებოდი.

ქიმიის ელემენტები

      ქიმია დღემდე არ ვიცი როგორც საგანი ქიმია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ იქ მოლეკულების სამყაროში სადაც ულამაზესი კონსტრუქციები იგებოდა ხელის დაუხმარებლად.
      გამოვიყენე ჩემთვის კარგად მობეზრებული დიდი კუბის ფართობი სადაც პატარა კუბების წვეროების ადგილას სდავაყენე სხვადასხვა მოლეკულები რომელთაც სხვადასხვა ვალენტობა ჰქონდა რომელიც რათქმა უნდა მენდელეევის ცხრილიდან ამოვიკრიფე, აბა მე არ ვიცი ქიმია და ხომ ვერ მოვიგონებდი თავიდან?!.


1) (S) - გოგირდი რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე და ისიც მხოლოდ ცენტრში

2) (P) - ფოსფორი რომელიც ექვსჯერ გამოვიყენე, რადგან მათ ცენტრთან კავშირი და კუბის კედლების ცენტრალური ნაწილები უნდა ამოევსოთ

3) (C) - ნახშირბადი რომელიც თორმეტჯერ გამოვიყენე, რადგან მათ უნდა დაკავშირებოდათ ექვსივე (P) - ფოსფორი და მათ გარშემო მდგარიყვნენ.

4) (AL) - ალუმინი რომელსაც უნდა დაესრულებინა მთელი კონსტრუქცია და დამდგარიყვნენ რვავე კუთხეში

ვირტუალური შესაძლებლობა

      ვირტუალური შესაძლებლბა მომცა Word-მა. ჩავრთე ბადე და შევუდექი ახალ დიზაინს რომელზეც უკვე ჩრდილები სხვადასხვა ფერებით მოვღნიშნე.


      მე მივხვდი, რომ ხელში მქონდა დიდი უჯრებიანი პუცელი რომელზეც დიდი საქმეების კეთება შეიძლებოდა.

პატარა კუბები

      სამწუხაროა, მაგრამ 125 კუბს ვერ გავცდი; ეს საშინელებაა, მაგრამ არც არის გასაკვირი რადგან არ მქონდა იმხელა მაშტაბის ფურცელი სადაც გავზრდიდი მაგრამ ასევე რა მნიშვნელობა ჰქონდა გაიზრდებოდა თუ არა?!. მე ხომ იგივე 125 კუბს გამოვიყენებდი ოღონდ ამ შემთხვევაში დიდი მოცულობისას. ჩავთვალე, რომ საკუთარი თავი უნდა გამეკრიტიკებინა და დიდ კუბში პატარა კუბები თითოს გამოტოვებით ამომეცალა და აი:


      ბედის ირონიაა ხო? ამ კუბების თავყრილობის ერთი დიდი კუბი ისევ იმდენია ფართობით რამდენიც აქამდე არსებული ჩემი შედევრი კუბი რომელშიც 125 კუბი ისე ეტეოდა როგორც აქ.

ჯაჭვი

      ჯაჭვის იდიამ იმდენათ გამიტაცა, რომ ორი დღის განმავლობაში ვცილობდირაიმე ახალი დიზაინი შემექმნა მაგრამ იგივე მოტივებით (რა თქმა უნდა გაკვეთილების ხარჯზე).


      ეს იყო მთავარი გეომეტრიული ფორმულა:




      მე მივახწიე ამ შედეგს, ასე გამოიყურება ბეჭდის თვალის დამჭერი და ვიფიქრე, რომ ეს ულამაზესი იქნებოდა მგონი ასეც არის...